გაუაზრებელი ნადირობის შედეგად გადაშენებული ცხოველები

ადრეული პერიოდიდან ადამიანები ნადირობდნენ ცხოველებზე, შეგნებულად და შეუგნებლად. ამან გამოიწვია უამრავი სახეობის განადგურება. ადამიანები უმეტეს წილად ვერ აცნობიერებდნენ თუ რა პრობლემები შეიძლებოდა გამოეწვია რომელიმე სახეობის განადგურებას. ამან მძიმე შედეგები გამოიწვია, არა მხოლოდ იმისს გამო, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მათი ნახვა არამედ დაარღვია იმ პოპულაციის წესრიგი სადაც ეს ცხოველები ბინადრობდნენ. ასეთ გადაშენებულ ცხოველებს მიეკუთვნებიან:

 ბალის ვეფხვი (Panthera tigris balica) — ისტორიული გავრცელება კუნძული ბალი (ინდონეზია), უკანასკნელი ვეფხვი მოკლეს1937 წლის 27 სექტემბერს. თავის დროზე ყველაზე პატარა ვეფხვი იყო, მისი წონა 90-100 კგ მერყეობდა.







ამურის ვეფხვი (Panthera tigris altaica) — ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ვეფხვის ქვესახეობა. იგი ყველაზე დიდი ვეფხვია (წონა 180-275 კგ), ხოლო გავრცელებით ყველაზე ჩრდილოელი ვეფხვი.
1996 წლისთვის რუსეთში მიახლოებით 470 ვეფხვი იყო. მიახლოებით 10% ცხოვრობს ჩინეთში. ამურის ვეფხვი ძალზე ძლიერია, მას შეუძლია ხუთას მეტრზე გაათრიოს ცენის სხეული, ხოლო თოვლში ავითარებს 80 კმ/სთ-ს და სიჩქარეში ჩამოუვარდება მხოლოდ ავაზას.




სუმატრის ვეფხვი (Panthera tigris sumatrae) - ბინადრობს მხოლოდ კუნძულ სუმატრაზე (ინდონეზია), ბუნებაში 400-500 სუმატრის ვეფხვია, ხოლო ზოოპარკებში 235 ვეფხვია; სუმატრის ვეფხვის შენარჩუნებისთვის ორგანიზე-ბულია ნაკრძალები, იგი ყველაზე პატარა ვეფხვის ქვესახეობაა (თუ არ ჩავთლით ბალის ვეფხვს რომელიც ამჟამად გადაშენებულია) ზრდასრული მამრის წონა 100-140 კილოგრამია.


მღვიმის დათვი (ლათ. Ursus spelaeus) დათვის პრეისტორიული სახეობა (ან მურა დათვის ქვესახეობა), რომელიც ცხოვრობდა ევრაზიაში შუა და გვიან პლეისტოცენში. გადაშენდა დაახლოები 15 000 წლის წინ. გაჩნდა დაახლოებით 300 000 წლის წინ, სავარაუდოდ, ეტრუსკული დათვის (Ursus etruscus) ევოლუციის შედეგად. სახელწოდება „მღვიმის“ (spelaeus) მიიღო იმის გამო, რომ მისი ძვლები მრავლად მოიპოვება მღვიმეებში. განსაკუთრებით ბევრია მისი გაქვავებული ძვლების ნაშთები მთისა და ბარის კარსტებში. კერძოდ, რუმინეთში, Peştera Urşilor-ს (დათვის მღვიმე) მღვიმეში, სადაც 1983 წელს ამ სახეობის დათვის 140 ჩონჩხი აღმოჩნდა. მღვიმის დათვის რეკონსტრუქცია
ენათესავება მურა დათვს. პირველად მღვიმური დათვი ერთ-ერთ ნაშრომში აღწერა იოჰან ფრიდრიხ ესპერმა 1774 წელს, რომელიც თვლიდა, რომ მღვიმის დათვი არის თეთრი დათვის მონათესავე სახეობა. ოცი წლის შემდეგ ლაიფციგის უნივერსიტეტის ანატომმა იოჰან როზენმიულერმა სახეობას მისცა ბინომიალური სახელწოდება. პირველი მსოფლიო ომის დროს მღვიმის დათვის ძვლები გამოიყენებოდა როგორც ფოფსატების წყარო. მღვიმის დათვის ჩონჩხი მოიპოვება ევროპის მრავალ მღვიმეში, მათ შორისდიდი ბრიტანეთის, ბელგიის, გერმანიის, რუსეთის, ესპანეთის,იტალიის და სხვ. მღვიმეებში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიპოვება ავსტრიაში, შვეიცარიაში, სამხრეთ გემრმანიაში, სამხრეთ იტალიაში, ჩრდილოეთ ესპანეთში, ხორვატიაში, უნგრეთსა და რუმინეთში. სამხრეთ, ცენტრალურ დააღმოსავლეთ ევროპაში მოპოვებულმა უხვი რაოდენობით მღვიმის დათვის ძვლებმა მკვლევარებს აფიქრებინა, რომ ევროპა ოდესღაც მღვიმის დათვის დიდი ჯოგი იყო. მღვიმის დათვის ძვლები ცოტად თუ ბევრად აღმოჩენილია საქართველოს კარსტულ მღიმეებშიც. მღვიმის დათვი მიკვლეულია მღვიმევის, გვარჯილის კლდის,სამგლე კლდის, საკაჟიის,დევისხვრელისა და სხვ. მღვიმეებში.

No comments:

Post a Comment