ტუტანხამონი და დმანისელი ზეზვა და მზია

 რა აკავშირებდა ფარაონ ტუტანხამონს და დმანისში აღმოჩენილ პირველე ვროპელს ერთმანეთთან დავიწყოთ სულთავიდან დმანისით,რომელმაც საქართველო მსოფლიოს ყურადღებისცენტრში მოაქცია.“დმანისის რაიონი მდიდარია თავისი ისტორიული წარსულით. ამ რაიონში მრავლად არის აღმოჩენილი ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის მრავალფეროვანი არქეოლოგიური (ნაქალაქარი, ნასოფლარები, სამაროვნები) და არქიტექტურული (ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები) ძეგლები.

ყველაზე საინტერესო დმანისის ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები და მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მდინარეების – მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები, აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან- ევროპიდან.

დმანისის ნაქალაქარის უნიკალურობა განსაკუთრებით იმაში გამოიხატება, რომ მის ცენტრალურ ნაწილში შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ არსებულ დანალექ ფენებში გამოვლინდა დიდი რაოდენობით უძველესი (დღეს გადაშენებული) ცხოველების (მარტორქა, სპილო, ჟირაფი, გიგანტური სირაქლემა, ხმალკბილა ვეფხვი და სხვა) და ადამიანის (5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 60-მდე სხვა ნაწილები) ძვლები.
მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Eრექტუს-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Eრგასტერ -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. (პირველ ევროპელებს არქეოლოგებმა ქართული სახელები მისცეს ზეზვა და მზია) აქედან გამომდინარე მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. უკვე ჩამოყალიბდა აზრი მთელ მსოფლიოში, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.”
რა კავშირია დმანისელ ზეზვასა და მზიას და ფარაონ ტუტანხამონს შორის? ტუტანხამონი – ძნელია გაიხსენო ძველი ეგვიპტის უფრო ცნობილი ფარაონი! მას შემდეგ, რაც 1922 წელს მეფეების სამარხში არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა მისი საფლავი, მუმია და ჯერარნახული განძი, რომელიც ხელუხლებელად ინახებოდა, ანუ უკვე 70 წელზე მეტია, ეგვიპტოლოგები დაობენ ამ ახალგაზრდა მეფეზე, რომელიც ოცდაცამეტი საუკუნის წინ სამეფო ტახტზე 9 წლისა ავიდა და 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვინ იყვნენ მისი მშობლები? მართლა დახოცეს თუ არა ისინი, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ? სულ ცოტა ხნის წინ ამის შესახებ მეტი გახდა ცნობილი. საერთაშორისო ჯგუფმა მეფის DNM-ი შეადარა სხვა თხუთმეტი მუმიის DNM-ს, რომელთაგან 10 იდენტიფიცირებული იყო, დანარჩენი 5 კი – უსახელო. გენეტიკური ტესტების პასუხები დაზუსტებულია: მამა ეხნატონია, პაპა- ამენჰოტეპ III, ბებია- დედოფალი თია. ეგვიპტოლოგეგის დიდი ხნის წინანდელი ჰიპოთეზა დადასტურდა. ეხნატონი ყველაზე საოცარი პიროვნებაა ფარაონებს შორის- რევოლუციონერი, რომელმაც უარყო ეგვიპტის ღმერთები და ისინი მზის ღმერთით-ატონით ჩაანაცვლა. დედა ვინ იყო? მეფეების სხვა სამარხში ნაპოვნია მუმია, ცნობილი კოდით-KV35YL. მაგრამ ამ მშვენიერი სამყაროს წარმომადგენლების DNM-ების შედარება სხვა რამეს ამბობს: ტუტანხამონის დედა ამავე დროს მამამისის და იყო, ამგვარად, ჩვენი ფარაონი იქნებოდა და-ძმას შორის სისხლის აღრევის შედეგად დაბადებული, რაც ფარაონებში ფართოდ იყო გავრცელებული. არის თუ არა უცნობი მუმია ლეგენდარული ნეფერტიტი, ეხნატონის პირველი მეუღლე და საოცარი სილამაზის დედოფალი, თუ  ეხნატონის მეორე ცოლი – თია , ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით… რაც ვიცით, ის არის რომ ახალგაზრდა ტუტანხამონი არ იყო მოკლული. ნახვრეტი, რომელიც მისი მუმიის კეფაზე აღმოაჩინეს, უნდა ყოფილიყო ბალზამირების ოსტატების იარაღის დარტყმის შედეგად მიყენებული ტრამვა. დამტკიცებულია, რომ  ტუტანხამონს ჯამრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა. გენეტიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ის დაავადდა მალარიით-მომაკვდინებელი სენით. ასევე აღმოჩნდა რომ ის იყო კოჭლი, ჰქონდა ძვლების ავადმყოფობა და ცუდად მოვლილი ჭრილობა ფეხში. 

და საერთოდ რა არის გენი? ან ევროპული გენი რაღას ნიშნავს? გენი წარმოადგენს მემკვიდრეობის ფიზიკურ და ფუნქციურ ერთეულს, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გადატანა ორგანიზმების ერთი თაობიდან მეორეში. მოლეკულურ დონეზე იგი არის დნმ–ს მონაკვეთი, რომელიც მოიცავს ფუნქციური ცილის ან რნმ–ის სინთეზისათვის საჭირო ყვლეა ინფორმაციას. კერძოდ, გენის დნმ–ის ნუკლოტიდური თანამიმდევრობა მოიცავს ეგზონებს, ინტრონებს და არაკოდირებად ტრნასკრიპციის რეგულატორულ ელემენტებს. დღეს იაჰუ კანადა-ზე გამოქვეყნდა კვლევების შედეგები, რომელშიც შვეიცარიელმა მეცნიერებმა დიენეის გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს რომ, ევროპელთა ნახევარზე მეტს (70%-ინგლისელები, ესპანელები, 60%-ფრანგები, 50%-დანარჩენი დასავლეთ ევროპა) აქვს ეგვიპტელი ფარაონის ტუტენხამონის გენები. პროფესორ რომან შოლცის მიხედვით, ტუტანხამონის გენეტიკური პროფილი განეკუთვნება ეგრეთ წოდებულ haplogroup R1b1a2 დიენეის ჯგუფს. იგივე ჯგუფის დიენეი კი აქვს ევროპელთა 50% -ზე მეტს, რაც იმას ნიშნავს რომ მათ (ტუტენხამონსა და ევროპელებს) საერთო წინაპრები ყავდათ. საინტერესოა ის ფაქტიც რომ, თანამედროვე ეგვიპტელების მხოლოდ 1% აქვს ამ ჯგუფის გენეტიკური კოდი. პროფესორ შოლცის აზრით: (თარგმნილია სიტყვა-სიტყვით) “ჩვენ ვფიქრობთ რომ საერთო წინაპრები ცხოვრობდნენ 9,500 წლის წინ კავკასიაში” (იგულისხმება ევროპელებისა და ეგვიპტელების საერთო წინაპრე iGENEA -ს (კვლევითი ცენტრი) აზრით, აგროკულტურის განვითარებამ გამოიწვია haplogroup R1b1a2 ჯგუფის ხალხების მიგრაცია (კავკასიიდან) ევროპაში. თუმცა, ისინი ვერ ხსნიან თუ როგორ მოხვდნენ ტუტენხამონის წინაპრები თავიანთი საწყისი რეგიონიდან (ანუ კავკასიიდან) ეგვიპტეში.



ვისაც წაუკითხია ჰეროდოტე, ემახსოვრება რომ ისტორიის მამა ამტკიცებდა რომ ეგვიპტელები და კოლხები მონათესავე ხალხები იყვნენ, რომ: “მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის.” (ჰეროდოტე, პირველი ტომი, II – წიგნი, 105. გვერდი: 156 1975 თ. ყაუხჩიშვილის თარგმანი) ჰეროდოტე წერს სხვა მსგავსებებზეც, (თმა, კანის ფერი, წინათაცვეთა…) და ამტკიცებს რომ ეგვიპტელები სკვითების დამარცხების შემდგომ უკან ბრუნდებოდნენ, როცა: ” მეფე სესოსტრისმა გამოყო თავისი ლაშქრის რაღაცა ნაწილი და დატოვა აქ, ამ ქვეყნის მცხოვრებლად” (მდინარე ფაზისთან) აი, აქ კი განსხვავდება მეცნიერული საბუთი ისტორიულისგან თვით ყაუხჩიშვილის აზრით: “რაკიღა ეგვიპტე არის ჰეროდოტესათვის ძირითადი წყარო თითქმის ყველაფრისთვის, კოლხთა დავდაპირველ სამშობლოდაც მას ეგვიპტე მიაჩნია” თუმცა, თუ უახლეს მეცნიერულ კვლევას დავეყრდნობით, პირიქით კი ყოფილა… ეგვიპტელთა წინაპრები წასულან საქართველოდან ეგვიპტეში!:) დასკვნა: “  ვუშვებ დაშვებას,რომ რადგან კოლხები და ეგვიპტელები მონათესავები იყვნენ და ყველამ ვიიცით  კოლხეთი დღევანდელი სამეგრელოა მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ სწორედ მეგრელების წინაპარი იყო ის ვინც საქართველოდან ეგვიპტეში წავიდა. 




No comments:

Post a Comment