ადრეული პერიოდიდან ადამიანები ნადირობდნენ ცხოველებზე, შეგნებულად და შეუგნებლად. ამან გამოიწვია უამრავი სახეობის განადგურება. ადამიანები უმეტეს წილად ვერ აცნობიერებდნენ თუ რა პრობლემები შეიძლებოდა გამოეწვია რომელიმე სახეობის განადგურებას. ამან მძიმე შედეგები გამოიწვია, არა მხოლოდ იმისს გამო, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მათი ნახვა არამედ დაარღვია იმ პოპულაციის წესრიგი სადაც ეს ცხოველები ბინადრობდნენ. ასეთ გადაშენებულ ცხოველებს მიეკუთვნებიან:
ბალის ვეფხვი (Panthera tigris balica) — ისტორიული გავრცელება კუნძული ბალი (ინდონეზია), უკანასკნელი ვეფხვი მოკლეს1937 წლის 27 სექტემბერს. თავის დროზე ყველაზე პატარა ვეფხვი იყო, მისი წონა 90-100 კგ მერყეობდა.
ამურის ვეფხვი (Panthera tigris altaica) — ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ვეფხვის ქვესახეობა. იგი ყველაზე დიდი ვეფხვია (წონა 180-275 კგ), ხოლო გავრცელებით ყველაზე ჩრდილოელი ვეფხვი.

სუმატრის ვეფხვი (Panthera tigris sumatrae) - ბინადრობს მხოლოდ კუნძულ სუმატრაზე (ინდონეზია), ბუნებაში 400-500 სუმატრის ვეფხვია, ხოლო ზოოპარკებში 235 ვეფხვია; სუმატრის ვეფხვის შენარჩუნებისთვის ორგანიზე-ბულია ნაკრძალები, იგი ყველაზე პატარა ვეფხვის ქვესახეობაა (თუ არ ჩავთლით ბალის ვეფხვს რომელიც ამჟამად გადაშენებულია) ზრდასრული მამრის წონა 100-140 კილოგრამია.

ენათესავება მურა დათვს. პირველად მღვიმური დათვი ერთ-ერთ ნაშრომში აღწერა იოჰან ფრიდრიხ ესპერმა 1774 წელს, რომელიც თვლიდა, რომ მღვიმის დათვი არის თეთრი დათვის მონათესავე სახეობა. ოცი წლის შემდეგ ლაიფციგის უნივერსიტეტის ანატომმა იოჰან როზენმიულერმა სახეობას მისცა ბინომიალური სახელწოდება. პირველი მსოფლიო ომის დროს მღვიმის დათვის ძვლები გამოიყენებოდა როგორც ფოფსატების წყარო. მღვიმის დათვის ჩონჩხი მოიპოვება ევროპის მრავალ მღვიმეში, მათ შორისდიდი ბრიტანეთის, ბელგიის, გერმანიის, რუსეთის, ესპანეთის,იტალიის და სხვ. მღვიმეებში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიპოვება ავსტრიაში, შვეიცარიაში, სამხრეთ გემრმანიაში, სამხრეთ იტალიაში, ჩრდილოეთ ესპანეთში, ხორვატიაში, უნგრეთსა და რუმინეთში. სამხრეთ, ცენტრალურ დააღმოსავლეთ ევროპაში მოპოვებულმა უხვი რაოდენობით მღვიმის დათვის ძვლებმა მკვლევარებს აფიქრებინა, რომ ევროპა ოდესღაც მღვიმის დათვის დიდი ჯოგი იყო. მღვიმის დათვის ძვლები ცოტად თუ ბევრად აღმოჩენილია საქართველოს კარსტულ მღიმეებშიც. მღვიმის დათვი მიკვლეულია მღვიმევის, გვარჯილის კლდის,სამგლე კლდის, საკაჟიის,დევისხვრელისა და სხვ. მღვიმეებში.
No comments:
Post a Comment